როდესაც აფეთქება ხდება ქალაქის ცენტრში, დეპუტატის მანქანაზე ხდება თავდასხმა, ეს თავდასხმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც რიგითი შემთხვევითობა. ბუნებრივია, ასეთ დროს წინა პლანზე მოდის შეფასება პოლიტიკური თვალსაზრისით და პრეზიდენტმა ამას უწოდა ტერაქტი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, "გუშინდელი შემთხვევა ეს უკვე მასშტაბით სხვა მოვლენაა, სხვა შემთხვევაა".
"ბუნებრივია, ჩვენ გუშინვე გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. გვქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან თავად პრეზიდენტს. მე პირადად თავად გივი თარგამაძესაც ვესაუბრე ამ ამბის შემდგომ და ბუნებრივია, რომ მომხდარს ვაფასებთ, როგორც უმძიმეს მოვლენას, რომელიც არჩევნებამდე რამდნიმე დღით ადრე განხორციელდა. ალბათ, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი ფაქტი ძალიან აზარალებს თუ უკვე არ დააზარალა იმიტომ, რომ ამას სერიოზული საერთოაშორისო რეზონანსიც ჰქონდა, იმ წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც ყველას ერთად გვინდოდა რომ ყოფილიყო ძალიან მშვიდი, ყოფილიყო სტაბილური", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.