პედაგოგთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქობულეთის კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა“ წარმოადგინეს. საღამოზე ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
პედაგოგებს პროფესიული დღე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ და განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძემ მიულოცეს.
საღამოს დასასრულს 57 წარმატებულ პედაგოგს ორგანიზატორებისაგან ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.