ტელეკომპანია „იმედი“ კომპანია JPM Strategic Solutions-ის მიერ 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მორიგ შედეგებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემას აპირებს 59 %.
კვლევის თანახმად „ქართული ოცნებას“ - 36 %, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13 %, „თავისუფალ დემოკრატებს“ - 4 %, „ლეიბორისტულ პარტიას“ - 3 %, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2 %, „პატრიოტთა ალიანსს“ - 2 %, „ნინო ბურჯანაძე გაერთანებული დემოკრატიული მოძრაობას“ - 2 %,, სხვა პარტიებს 2% უჭერს მხარს. ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ან უარს ამბობს პასუხზე 36%.
რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, მათი რაოდენობა, წინა კვლევასთან შედარებით, თითქმის 5 პროცენტით 41,3 -დან 36 %-მდე შემცირდა.
თუმცა, კვლევამ ასევე გაარკვია, ვისკენ, რომელი პარტიისკენ იხრებიან გადაუწყვეტელი ამომრჩევლები. შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ - 47 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 18 %, „თავისუფალი დემოკრატები“ - 6 %, „ლეიბორისტული პარტია“ - 5 %, „პატრიოტთა ალიანსსა“ და“ პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის“ ორივეს - 4 % აქვს. ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 2 %. სხვა პარტიები - 3 %. ამ კვლევის მიხედვით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 11 % მდე ჩამოდის.
კომპანია „ჯეი-ფი-ემ სტრატეჯიკ სოლუშენსმა“ 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199-ი ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება 2,8%-ია. საველე სამუშაო კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.