გაერო-ს მომავალი გენერალური მდივანი სავარაუდოდ, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, 66 წლის ანტონიო გუტიერეში გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაერო-ს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა ოთხშაბათს განაცხადა, გუტიერეში, აღნიშნულ თანამდებობაზე „გამოკვეთილი ფავორიტი“ იყო.
ფორმალური კენჭისყრა უშიშროების საბჭოში ხუთშაბათს გაიმართება. მანამდე კი, როგორც CNN იუწყება, მისი კანდიდატურის ფორმალურ კენჭისყრაზე წარდგენას თანხმობა გამოუცხადა უშიშროების საბჭოს 15-მა წევრმა.
გუტიერეში, რომელიც გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ბან კი მუნს მომავლი წლის დასაწყისიდან შეცვლის,
ვინ არის იგი?
გუტიერეში პოლიტიკაში პირველად 1976 წელს პორტუგალიაში პირველი დემოკრატიული არჩევნების გამართვის შემდეგ მოვიდა, მაშინ როცა ათწლეულების განმავლობაში არსებული დიქტატურა რევოლუციის შედეგად დასრულდა.
მისი პოლიტიკური კარიერა წარმატებით წარიმართა. 1992 წელს იგი სოციალისტური პარტიის ლიდერი, 1995 წელს კი პრემიერ მინისტრი გახდა.
2005 წლიდან 2015 წლამდე პერიოდი, მისი გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელობა, მსოფლიოს ყველაზე უარეს ლტოლვილთა კრიზისს დაემთხვა, მათ შორისაა, სირიის, ავღანეთის და ერაყის კრიზისები.
ამ დროის განმავლობაში იგი არაერთხელ მოუწოდებდა დასავლეთის სახელმწიფოებს უფრო მეტი გაეკეთებინათ კონფლიქტების ზონებიდან დევნილებისადმი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.