პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა სამარცხვინო განცხადებები გააკეთეს და მომხდარში პირდაპირ დაადანაშაულეს ხელისუფლება.
"რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების დადანაშაულება მოხდა იმ ფონზე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მუდმივად მიდის საუბარი რევოლუციურ სცენარებსა და პროვოკაციებზე.
კალაძემ "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების მიერ გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა, რომელთა მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი მანქანების აფეთქებას გეგმავდა წინასაარჩევნოდ.
"მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ თქენს ეთერს, სადაც თქვენ მოწვეული გყავდათ "ნაციონალური მოძრაობა" და სამარცხვინო განცხადებები იქნა გაკეთებული მათი ლიდერების მხრიდან. მათ ხელი დაადეს ხელისუფლებას, მთავრობას - თითქოს, ეს ყველაფერი იყო მათი მოწყობლი, როდესაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ გარკვეულ პროვოკაციებზე. ჩვენ ვისმენთ "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" იგეგმება გარკვეული პროვოკაციები, იგეგმება რევოლუციური გზით სვლა. ჩვენ ვისმენთ აუდიოჩანაწერებს, რომელიც იქნა გავრცელებული, სადაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები საუბრობენ სისხლისღვრაზე, საუბრობენ გადატრიალებაზე, ქვეყანაში დაპირისპირებაზე, რადგან მათ ძალიან კარგად იციან და თვითონვე უსვამენ ხაზს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ არჩევნების გზით და ერთადერთი გზა, რაც დარჩენიათ, არის ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა.
ყველაფერი ეს, აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი რაც ვნახეთ, "თავისუფალი ზონის" სამი წევრის გამოსვლა, შემდეგ ერთი ადამიანის გამოსვლა. ეს ყველაფერი ემთხვევა იმას, რომ გარკვეული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნაში მოეწყოს დესტაბილიზაცია....
პირდაპირ იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, პირდაპირ იყო საუბარი სოსო გოგაშვილზე, პირდაპირ იყო საუბარი კახა კალაძეზე - ეს არის რეალობა, რომელიც მოვისმინეთ იმ სამარცხვინო გადაცემაში, რომელიც "რუსთავი 2"-ზე გაიმართა", - განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, დასაშვებია თუ არა, რომ აფეთქება თავად "ნაციონალურ მოძრაობას" მოეწყო, კალაძე პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია.
პარტიის გენერალური მდივანს მიაჩნია, რომ გუშინ მომხდარ ფაქტზე პრემიერის განცხადება, როდესაც მან აღნიშნა, რომ ვერავის დაიცავს იმუნიტეტი და უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, ადექვატური იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ სააკაშვილს, კალაძემ ასე უპასუხა:
„არ აქვს მნიშვნელობა, მიხეილ სააკაშვილი იქნება, კახა კალაძე, პეტრე, პავლე, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უყველა აგებს სრული სიმკაცრით, კანონის წინაშე პასუხს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.