21 მარტს "ნაციონალები" მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში აქციის გამართვას აპირებენ. ეს ინფორმაცია ქუთაისიდან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაახმოვანა.
„საქართველოს მთავრობა მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ გამოცხადდა სხდომაზე. ჩვენი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა იმყოფება, პრაქტიკულად, კოლაფსის წინაშე. ლარის გაუფასურებამ დააზარალა თითოეული ქართული ოჯახი, კლებულობს ექსპორტი და ტურიზმი. წელს პირველად, მრავალი წლის შემდეგ კვლავ რეალური გახდა სახლმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი. ამ დრამატულ ვითარებაში საქართველოს მთავრობა არის სრულიად უმოქმედო, მას არ გააჩნია გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანა, მეტიც, ის უარს აცხადებს იმ გეგმის განხილვაზე, რომელიც მოზადებულ იქნა ჩვენს მიერ და რომელიც არის ერთადერთი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში.
საქართველოს მთავრობა აღარ უსმენს ხალხს, მას არ ესმის ხალხის ენა. ჩვენი, როგორც ოპოზიციური ძალის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მას ეს ხმა გავაგონოთ. საწუხაროდ, რადგან ეს არ მოხერხდა პარლამენტში, ეს მოხდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, თვლის, რომ ის არის მოტყუებული ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის, რომ ეს მთავრობა არის უნიათო და არაფრის მაქნისი, შევიკრიბოთ ერთად 21 მარტს თბილისში რუსთაველის გამზირზე და ერთად მოვითხოვოთ, გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა," განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
"ნაციონალების" ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ქვორუმის არარსებობის გამო დღეისათვის დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლა გახდა.
დარბაზში რეგისტრაცია პარლამენტის მხოლოდ 42-მა წევრმა გაიარა, მაშინ როცა სხდომის ჩასატარებლად სიითი უმრავლესობის სულ მცირე 76 დეპუტატის დასწრებაა საჭირო.
სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ მოგვიანებით ხელმეორე რეგისტრაციას ჩაატარებდა. რეგისტრაცია დღის 4 საათზე მეორედაც ჩატარდა, თუმცა ისევ მხოლოდ 42 დეპუტატი აღმოჩნდა სხდომათა დარბაზში, რის შემდეგაც კობახიძემ განაცხადა, რომ არ გააჩნდა უფლებამოსილება სხდომა გაეგრძელებინა.
სხდომათა დარბაზში "ნაციონალური მოძრაობა" თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თუმცა ქუთაისის პარლამენტში კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატების უმრავლესობა არ გამოცხადებულა.
სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იყო მოწვეული და მასზე ქვეყანაში შექმნილ სავალუტო კრიზისსა და მისი დაძლევის გზებზე მსჯელობა იგეგმებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.