ჯეიმს აპატურაი: ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი
06-10-2016, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი.

 

 

ამის შესახებ  აპატურაი „ფეისბუქის“ საკუთარ  გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმაურება.

 

 

„ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი. ახლო წარსულში კი ეს იყო კანდიდატის ავტომობილის აფეთქება. საარჩევნო კამპანიის ჩატარება უნდა ხდებოდეს მშვიდ გარემოში, რომელიც გაჯერებულია მაღალი დემოკრატიული პრინციპებით“, - წერს აპატურაი.

 

 

გივი თარგამაძის ავტომანქანა თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საღამოს აფეთქდა. აფეთქებისას მანქანაში იმყოფებოდა თავად თარგამაძე, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მისი ავტომანქანა გაზზე არ მუშაობს და ამდენად აფეთქებას გამიზნულ ქმედებას უწოდებს. აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღო სამმა გამვლელმა, ასევე ათზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი