გედევან ფოფხაძე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: ეს არის ყველაზე ნაკლები, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა მთელი თავისი არსებობის მანძილზე
06-10-2016, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალურ მოძრაობას" უარესები გაუკეთებია. ეს არის ყველაზე ნაკლები, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა მთელი თავისი არსებობის მანძილზე, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი.

 

 

ფოფხაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" აღნიშნა, რომ მომხდარით პარტიას მიტინგის წინ გრადუსის აწევა სურდა.

 

 

„მე საერთოდ არასწორად მიმაჩნია პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, როცა საგამოძიებო ორგანოებს ვკარნახობთ კვალიფიკაციის თემას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს თავისი საჯარო რესურსი და როცა ის საჯარო სივრცეში ვიღაცას, მით უმეტეს საგამოძიებო ორგანოებს, კარნახობს, როგორი კვალიფიკაცია უნდა გააკეთოს, ეს არის არასწორი. მე მაქვს ჩემი პირადი მოსაზრება და ვარაუდი, რა მოხდა. მე მიმაჩნია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მიტინგის წინ სჭირდებოდა გრადუსის აწევა. ეს არის ჩემი ვარაუდი და მე ამას ვუკავშირებ მომხდარს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი