ირაკლი კობახიძე: თუ ერთმანეთს შევადარებთ 2012 წლისა და 2015-2016 წლის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს დანაშაულის კლება
06-10-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აბსოლუტურად პრევენციული და ჰუმანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკით ჩაანაცვლა.

 

 

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

 

„იმ ფონზე, რომ ჩვენ რეპრესიული სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა ჩავანაცვლეთ აბსოლუტურად პრევენციული და ჰუმანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკით, ჩვენ გვაქვს დადებითი ტენდენცია კრიმინოგენური ვითარების თვალსაზრისით. ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს და ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი დეტალებშიც გავშალოთ.

 

 

მისი თქმით, თუ ერთმანეთს შევადარებთ 2012 წლისა და 2015-2016 წლის მონაცემებს, დანაშაულმა იკლო.

 

 

„პირდაპირ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ იყო გარკვეული ნეგატიური ტენდენცია 2013-2014 წლებში, იგივე 2012 წელთან შედარებით, თუმცა ჩვენ თუ ერთმანეთს შევადარებთ 2012 წლის და 2015-2016 წლის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს დადებითი ტენდენცია, დანაშაულის კლება გვაქვს. მათ შორის, ეს კლება ეხება დანაშაულის ყველაზე მძიმე კატეგორიებს, როგორიცაა - მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი