სუს-ი "თავისუფალი ზონის" ორ წევრს, მარიამ ბაშარულსა და ვაჟა მორგოშიას დაკითხავს. როგორც Guardian.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, "თავისუფალი ზონის" წევრები ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, საგამოძიებო დანაყოფში არ გამოცხადდნენ. მათივე ცნობით, ბაშარულისა და მორგოშიას დაკითხვაზე მოწმის სახით მიყვანა სასამართლო განჩინების საფუძველზე იძულების წესით მოხდება.
"თავისუფალი ზონის" წევრები, მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც, მიღებულ იქნა სასამართლო განჩინება იძულებით მოყვანასა და მოწმის სახით დაკითხვის მიზნით", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.