იანოშ ჰერმანი: ხშირად მისვამენ ამ კითხვას - როდის მივიღებთ ვიზა-ლიბერალიზაციას - ვისაც ჩემსავით აღელვებს ამ საკითხის მნიშვნელობა, ეს არის ქართველი ხალხი
06-10-2016, 03:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ხშირად მისვამენ ამ კითხვას - როდის მივიღებთ ვიზა-ლიბერალიზაციას. თუ არის ვინმე, ვისაც ჩემსავით აღელვებს ამ საკითხის მნიშვნელობა, ეს არის ქართველი ხალხი", - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გააკეთა.

 

 

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო გადაწყეტილება ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

 

 

"ქართველებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი წინ მიდის. გუშინდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც გაახლოებთ საბოლოო გადაწყვეტილებასთან. იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება. ხშირად ვამბობთ, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, პროცესი თვითონ ევროკავშირშიც გრძელდება. ჩვენ დიდი გაერთიანება ვართ, ვართ 28 დემოკრატიული ქვეყნის გაერთიანება და თითოეულს ჩვენი პროცესები გვაქვს, მაგრამ ამ პროცესებს უნდა მივყვეთ. იმედი მაქვს, ეს საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. მე არ შემიძლია კონკრეტული თარიღის თქმა, ევროკავშირში ქართველებთან დაკავშირებული დისკუსია გრძელდება. იმედი მაქვს, რომ ეს კონკრეტული თარიღი არ იქნება შორს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

 

2016 წლის 5 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას, ევროკავშირში მოგზაურობისას დარჩნენ 90 დღე 180 დღის განმავლობაში და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას მიანიჭა მანდატი ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკების გასამართად ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით.

 

 

საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის ძალაში შესვლა და ახალი "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.

 


ამ მანდატის საფუძველზე სლოვაკეთი, თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

 


"საბჭომ დღეს საქართველოს რეფორმების გათვალისწინებით, აჩვენა თავისი მძლავრი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. თავმჯდომარეს სჯერა, რომ დამაჯერებელი რეფორმები არის მართებული და წახალისებული. ჩვენ იმედს ვამყარებთ ევროპის პარლამენტის მხარდაჭერაზე აღნიშნული პროცესის იმგვარად დასრულებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ უვიზო მიმოსვლის საშუალება რაც შეიძლება მალე", – განაცხადა პიტერ ჯოკოვიჩმა, სლოვაკეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში და მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი