მსოფლიო საფოსტო კავშირის კონგრესში მონაწილე დელეგაციებმა საქართველო ადმინისტრაციული საბჭოს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს
06-10-2016, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 26-ე კონგრესში მონაწილე საზღვარგარეთის სახელმწიფოების დელეგაციებმა საქართველო ადმინისტრაციული საბჭოს-(CA) სრულუფლებიან წევრად აირჩიეს.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ეს ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ფოსტის სფეროში გატარებული ფართომასშტაბიანი ინოვაციური რეფორმების საერთაშორისო აღიარების დადასტურებას წარმოადგენს.

 

 

„აღსანიშნავია, რომ არჩევნებში საქართველომ პირველად წარადგინა თავისი კანდიდატურა. ორგანიზაციის მუდმივმოქმედი ადმინისტრაციული საბჭოს - (CA) არჩევნებში 40 წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“,-აცხადებენ უწყებაში.

 

 

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაეროს სპეციალიზირებული ორგანიზაციის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 26-ე კონგრესი მიმდინარეობს.

 

 

კონგრესის მუშაობაში ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს, მათ შორისაა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი