ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და დათქმულ დროს შესაბამისი პროცედურების დაცვით დაიხურა. დაილუქა საარჩევნო ყუთი და საქართველოში გამოიგზავნა.
"ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.
II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზა "მარმალზე" არსებულ საარჩევნო უბანზე მიიღეს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა. ხოლო ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბში მყოფმა IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სამხედროებმა, პარლამენტის არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები.
საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.