შიდა ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ ამუშავდა. ელექტროსადგურის გახსნას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი დაესწრნენ.
როგორც პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის გარემოს დაბინძურების პრობლემას, საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.
მისი თქმით, თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. განსაკუთრებული მადლობა კახა კალაძეს, რომელმაც წამოიწყო ეს პროექტი და რეალობად აქცია. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო და განხორციელდა ეს პროექტი, დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს, პროცესში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ამ პროექტში, ასევე კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს უპრეცედენტოდ მოკლე დროში. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ელექტროსადგური საშუალებას იძლევა, ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი ქარის ენერგიის ხარჯზე დაკმაყოფილდეს.
„რაც მთავარია, ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორიც არის ქარის და მზის ენერგია. მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადოდ ათვისება ძალიან მნიშვნელოვან დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ ტექნოლოგიების ქვეყნად. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობა ყველას, ვინც ეს პროექტი რეალობად აქცია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.