„თავისუფალი ზონის“ წევრები, მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იძულებით უკვე მიიყვანეს.
ბაშარულისა და მორგოშიას ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ სამართალდამაცვებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
როგორც Guardian.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "თავისუფალი ზონის" წევრების იძულებით მიყვანამდე განუცხადეს, ბაშარული და მორგოშია ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, საგამოძიებო დანაყოფში არ გამოცხადდნენ.
"თავისუფალი ზონის" წევრები, მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც, მიღებულ იქნა სასამართლო განჩინება იძულებით მოყვანასა და მოწმის სახით დაკითხვის მიზნით", - განამარტავდნენ სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.