გიორგი კვირიკაშვილი: ქარის ელექტროსადგური საშუალებას მოგვცემს ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი დავაკმაყოფილოთ ქარის ენერგიის ხარჯზე
06-10-2016, 04:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა. ელექტროსადგურ "ქართლის" გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

 


მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, კახა კალაძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა აღნიშნული პროექტი.

 


"დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ელექტროსადგური საშუალებას მოგვცემს ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი დავაკმაყოფილოთ ქარის ენერგიის ხარჯზე. რაც მთავარია, ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია. მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადოდ ათვისება დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ, მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყნად," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 


ელექტროსადგურ "ქართლის" პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და `საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი