გორის რაიონულმა სასამართლომ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ალექსანდრე ინდუაშვილი, პოლიციას ორი დღის წინ ჩაბარდა.
რამდენიმე დღის წინ გორში, ირაკლი ოქრუაშვილს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიჭრა ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ის პირი, ვინც მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, ალექსანდრე ინდუაშვილია. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, გორში ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება და "ამ ყველაფერის თავი და თავი გახლდათ კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა ასეთი ადამიანების აქტიურობას". გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, სწორედ ის აძლევდა გარანტიას, რომ მათ არავინ შეეხებოდათ, ისევე, როგორც ის უკეთებდა ორგანიზებას კრიმინალურ ავტორიტეტების მიერ გორელი ახალგაზრდებისათვის ზარების განხორციელებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.