მანანა კობახიძე: გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არავითარი ძალა და რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს
06-10-2016, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, მანანა კობახიძის განცხადებით, მითია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში თუნდაც, როგორც ოპოზიციურმა ძალამ, რაიმე სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვოს.

 

 

აღნიშნულით კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ საინფორმაციო მიტინგს გამოეხმაურა.

 

 

„გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არავითარი ძალა და რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს. მე ვგულისხმობ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას”, -განაცხადა კობახიძემ.

 

 

მისი თქმითვე, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ ყველანაირი მცდელობისა, რომ დიდი ტალღა აეგორებინათ და ეჩვენებინათ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, ეს მათ გუშინ არ გამოუვიდათ.

 

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა აიღო თანხა იმისთვის, რომ ჩამოსულიყვნენ ამ აქციაზე.

 

 

როგორც მანანა კობახიძემ განმარტა, აქციის, მიტინგის გამართვა ნებისმიერი ადამიანის და პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რა მოტივაციით მიდიან ადამიანები.

 

 

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ აქციაზე მისასვლელად იღებენ ფულს, ეს მეტყველებს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად კი არა, გარკვეული სარგებლისთვის იყვნენ ჩამოსულები. ერთი ის, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა და დანაშაულია, მეორე მხრივ, მე თანაგრძნობაც გამოვხატე ასეთი ადამიანების მიმართ. როდესაც საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას და არჩევანს გაცვლი რაღაც თანხაზე, ეს ძალიან ცუდია და გააზრებული უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს, ეს რას ნიშნავს. თუ ვერ გაიაზრეს, ამის გამო გამოვხატე თანაგრძნობა, რის გამოც მე კრიტიკა მივიღე. რატომღაც ჩათვალეს საკუთარი თანამემამულეების შეურაცხყოფად. შეურაცხმყოფელი ეს საქციელია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რისთვის და ვის აძლევენ ხმას და ეს არ უნდა იყოს განპირობებული ფინანსური სარგებლით“,-აღნიშნა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი