პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ეხმაურება.
როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვს ეჭვი, რომ მომხდარი "ტერაქტის იმიტაციაა".
”მე მაქვს ეჭვი, რომ ეს არის ტერაქტის იმიტაცია. თუ სხვა რამეა, რა თქმა უნდა, შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს და კვალიფიკაციაც შესაბამისი უნდა მიეცეს.
ნამდვილად არ არის სწორი პოლიტიკოსებმა მივუთითოთ პროკურორებს, როგორი კვალიფიკაციით წავიდეს საქმე. პოლიტიკოსებს შეგვიძლია ვარაუდი, აზრი გამოვთქვათ, რომელიც შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ მე მაქვს უფლება და ვალდებულიც ვარ, პოზიცია დავაფიქსირო. დანარჩენი გამოიძიოს შესაბამისმა უწყებამ”, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა რომ გივი თარგმაძემ თვითონ აიფეთქა თავი, კობახიძე პასუხობს:
”იქნებ საკუთარმა პარტიამ გაწირა, ესეც ხომ შეიძლება. ყველა ვერსია უნდა იყოს განხილული. კი ბატონო, რუსეთის ვერსიაა? ესეც უნდა განიხილო. მაგრამ, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში არ აწყობს და ხელს არ აძლევს ასეთი აქტები, ეს არის ”ქართული ოცნება” და ხელისუფულება”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.