მარტვილის მუნიციპალიტეტს „მობილური ექსტენციის“ პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები ეწვივნენ.
როგორც Guardian.ge-ს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები მუნიციპალიტეტის ხუნწის, ნაგვაზაოს, ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა.
შეხვედრის მიზანს თხილის მავნებელ-დაავადებებისა და მათ წინააღმდეგ გასატარებელი აგრო-ტექნიკური ღონისძიებების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. მეთხიელობის დარგის სპეციალსტები თხილის ბაღებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და ფერმერთა შეკითხვებს უპასუხეს.
„მობილური ექსტენციის“ პროექტის ფარგლებში, გასვლითი ტურები პერიოდულად საქართველოს ყველა რეგიონში იმართება. მარტვილის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის, მემარცვლეობის, პარკოსანი კულტურებისა და მეფუტკრეობის მიმართულებით საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები უკვე შედგა.
„მობილური ექსტენციის“ პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპატრამენტისა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით ხორცილდება. მისი მიზანი საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება და აგრარულ სფეროში დასაქმებულთა ცოდნის ამაღლებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.