8 თვის განმავლობაში, ყველაზე მეტი შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ" ბურჭულაძის პარტიამ და "პატრიოტთა ალიანსმა" მიიღო
06-10-2016, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 10 286 735 ლარის შემოწირულობა, პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2 289 122 ლარი, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ - 1 151 797 ლარი მიიღო.

 


შემოწირულობის მიღების კუთხით, მეოთხე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 651 662 ლარი  მიიღო. მეხუთე ადგილზეა „გირჩი“ - 601 717 ლარით.

 

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ საანგარიშო პერიოდში პარტიებმა/საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 16 150 855 ლარი მიიღეს. მათგან 14 829 755 ლარი 1 109 ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო 1 321 100 ლარი - 24 იურიდიულმა პირმა.

 

 

"24 იურიდიული პირიდან 15 „ქართული ოცნების” შემომწირველია. ყველაზე მსხვილი შემომწირველი იყო ექვსი კომპანია, რომლებმაც „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა 120,000 ლარი გაიღეს. ეს კომპანიებია შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „მისო ლიდერ კრედიტი”, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა”, შპს „ალფა”, შპს „ნიუ ჯორჯია” და შპს „გაგრა+”;

 

 

„ქართული ოცნების” 15 შემომწირველი კომპანიიდან 2016 წელს მხოლოდ ორმა - შპს-მ „კახური ტრადიციული მეღვინეობა” და შპს-მ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” - მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები საერთო ღირებულებით დაახლოებით 255,000 ლარი;

 

 

რაც შეეხება შემომწირველ ფიზიკურ პირებს, 1,109 შემომწირველიდან 180 ადამიანი (თვითონ ან მისი ოჯახის წევრი) 717 ბიზნეს კომპანიასთან იყო სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებული. 180 ადამიანიდან 62 პირი ისეთ კომპანიებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც 2016 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღეს. ამ 62 ფიზიკური პირიდან 34 „ქართული ოცნების” შემომწირველია, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში მმართველ პარტიას მთლიანობაში 900,400 ლარი შესწირეს, სამაგიეროდ კი, ამ 34 ადამიანთან დაკავშირებულმა 35-მა კომპანიამ 4,005,857 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო", - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი