ნინო ბურჯანაძე: არ შეცდეთ - რაც ნახეთ "ვარდების მოედანზე" არ არის ხალხის ის რაოდენობა, რაც "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოყვანას უზრუნველყოფს
06-10-2016, 05:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,რაც თქვენ ნახეთ რუსთაველის გამზირზე და „ვარდების მოედანზე“, ეს არის ის რაოდენობა, რომელიც ”ნაციონალებს” უჭერს მხარს. ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც მათ, ხელისუფლებაში მოყვანას უზრუნველყოფს. ასე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ, რომ რაიმე ტიპის პანიკის საფუძველი არის. არ შეცდეთ”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

 

”მაგრამ კიდევ კარგი, რომ საქართველოს მოსახლეობა მართლა ბრძენია. მინდა გავაკეთო განსაკუთრებით ჩემი მომხრეების მობილიზაცია და ვუთხრა ამ ადამიანებს: ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე. ჩვენ, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს და ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ნამდვილად ვიცი და ამისი მტკიცება არ მჭირდება, რომ იმაზე გაცილებით მეტი ხმა გვყავს, ვიდრე გვიცხადებენ. ეს, არ არის ცარიელი სიტყვები და მე, ვერ ვხედავ რაღაც მასშტაბური აქციების მოწყობის აუცილებლობას, მაგრამ არც ,,ქართული ოცნება“ , რომელიც ჰაერში დაფრინავს და არც - ,,პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ამბობს, რომ 30% აქვთ უკვე ( მათ, ალბათ ასე სჯერათ). ნამდვილად კარგად ვიცი, რომ ,,თავისუფალი დემოკრატები“ არა თუ ვერ გვისწრებენ, არამედ მათ, მესამე რეიტინგიც არ აქვთ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ აქვს ის რეიტინგი, რამდენსაც წერენ. ძალიან კარგად ვიცი ბევრი სხვა რამ და ისიც, რომ ”ოცნებამაც” და ”ნაციონალებმაც” იციან ჩვენი რეიტინგიც“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი