ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
06-10-2016, 06:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში ათეული წლების შემდეგ საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედოვე სტანდარების შენობა სოფელში გასულ წელს აშენდა და მისი ინვენტარით აღჭურვა ადგილობივი ხელისუფლების დაფინანსებით მიმდინარე წელს განხორციელდა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

 

მათი ინფორმაციით, დღეს შენობა საბავშვო ბაღების გაერთინების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს და პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

 

 

"პოზიტიური დღეა. წლბის შემდეგ დედალაურში მცხოვრებ პატარებსაც მიეცათ საშუალება სკოლამდელი განათლება მიიღონ. გასულ წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღი ავაშენეთ. გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლება და საბავშვო ბაღებში ინვენტარისა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებაა, რასაც ყოველდიური შრომით, ეტაპობივად ვახერხებთ", - განაცხადა ხონის მუნიციპალიტტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვალერი ბახტაძემ.

 

 

2016-2017 სასწავლო წელს დედალაურის საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 20-მდე აღსაზრდელი მიიღებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი