თრუსოს ხეობაში მაშველებმა სამი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს
06-10-2016, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში, სამი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.

 


შსს-ს ცნობით, უწყების გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასულ სამ ახალგაზრდას, ამინდის გაუარესებისა და რთული რელიეფის გამო, გზის გაკვლევა გაუჭირდა და დახმარება ესაჭიროებოდა.

 


მათივე ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე გადაფრინდნენ. წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ახალგაზრდები დროულად იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი