ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“ გასტროლებს ჩინეთში გამართავს
06-10-2016, 06:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“ გასტროლებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართავს. ანსამბლი საზღვარგარეთ ჩინური მხარის მიწვევით 11 ოქტომბერს გაემგზავრება. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

 

"პროექტი მსოფლიოს თანამედროვე სახელოვნებო ინსტიტუტებთან კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 


დღეს ანსამბლ „მხედრულის“ რეპეტიციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო, მან ანსამბლის წევრებს წარმატებები უსურვა.

 


გასტროლები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ანსამბლი ჩინეთის 28 ქალაქში იმოგზაურებს და 31 კონცერტს გამართავს. კონცერტებზე „მხედრული“ განახლებული რეპერტუარით წარსდგება, სადაც ნაციონალური ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შესრულდება.

 

 

მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდასა და მის წარმოჩენას", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი