ირაკლი კობახიძე: გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან თავი შეიკავა მისვლისგან
06-10-2016, 06:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოში მისვლისგან თავი შეიკავა.

 

 

ამის შესახებ  კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმაურება.  

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ზედმეტია.

 

 

„სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, ის დაბარებული იქნა გამოკითხვაზე, თუმცა მან თავი შეიკავა მისვლისგან. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ბუნებრივია ზედმეტია. ბუნებრივია, ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც მაინც და მაინც ერთ და ორ დღეში შეიძლება გაიხსნას. უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას“, - განაცხადა კობახიძემ და ასევე დასძინა, რომ  საქმის კვალიფიკაცია ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.

 

 

„მათ მიანიჭეს საქმეს ის კვალიფიკაცია, რომელიც მიანიჭეს, დანარჩენს უკვე გამოძიების მიმდინარეობა გვაჩვენებს. თუ გამოძიებაში გამოიკვეთება, რომ ეს იყო, დავუშვათ ტერაქტი ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაული, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანო შეუცვლის მას კვალიფიკაციას. ბუნებრივია, ეჭვები არსებობს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დაგეგმილი არის გარკვეული პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, -აღნიშნა კობახიძემ.

 

 

გივი თარგამაძის ავტომანქანა თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საღამოს აფეთქდა. აფეთქებისას მანქანაში იმყოფებოდა თავად თარგამაძე, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მისი ავტომანქანა გაზზე არ მუშაობს და ამდენად აფეთქებას გამიზნულ ქმედებას უწოდებს. აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღო სამმა გამვლელმა, ასევე ათზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი