გიორგი კვირიკაშვილი: ამბროლაურის აეროდრომის გარდა, მომავალ წელს ვიწყებთ ახალი აეროდრომის მშენებლობას ომალოში, ახალქალაქში, ზუგდიდში და კიდევ არაერთ რაიონში
06-10-2016, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამბროლაურის აეროდრომის გარდა, ჩვენ მომავალ წელს ვიწყებთ ახალი აეროდრომის მშენებლობას ომალოში, ასეთივე ტურისტულ აეროდრომს ავაშენებთ ახალქალაქში, ზუგდიდში და კიდევ არაერთ რაიონში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნისას გააკეთა.

 

 

პრემიერის თქმით, ამბროლაურის აეროდრმი ქვეყნის მთლიანი ინფრასტრუქტურის სივრცითი განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.

 

 

"ეს ჯერ პირველი ნაბიჯია. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით - შოვი, უწერა. აუცილებლად აშენდება გზა, რადგან რეგიონის განვითარებას მხოლოდ აეროპორტი არ ეყოფა. გომი-საჩხერე-რაჭა აუცილებლად აშენდება. ეს არის არა მხოლოდ დანაპირები, არამედ, ჩემს თავსა და გონებაში, ეს არის დასრულებული გეგმა. ამიტომ, მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან დიდი რამ იწყება - რაჭა-ლეჩხუმის განვითარების ახალი ეტაპი. ამ აეროდრომის გარდა, ჩვენ მომავალ წელს ვიწყებთ ახალი აეროდრომის მშენებლობა ომალოში; ასეთივე ტურისტულ აეროდრომს ავაშენებთ ახალქალაქში, ზუგდიდში და კიდევ არაერთ რაიონში. ეს აეროდრომი იქნება არა მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის, არამედ ქვეყნის მთლიანი ინფრასტრუქტურის სივრცითი განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი