საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვის-ცენტრი ქალაქ ხონში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლების ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალური მაგისტრალიდან ამ დრომდე არ მიეწოდებოდა.
სამუშაოები მოსახლეობის მოთხოვნითა და ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობით დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება.
დღეს მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ.
"ჩვენ სამუშაოებს ვაგრძელებთ და ამ ეტაპზე ქ. ხონის რამდენიმე ქუჩას მოვიცავთ. შეფერხებები არ გვაქვს. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს", - განაცხადა საქართველოს გართიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვის-ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ საღარაძემ.
პროექტის დასრულების შემდეგ სასმელი წყალით დამატებით 14 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.