შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: მისი მმართველობა უკვე შესულია ისტორიაში შავ და სამარცხვინო ლაქად
06-10-2016, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს ამ დარბაზში ზის უკვე გამარჯვებული საქართველო,“ - ასე მიმართა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს ფილარმონიაში, სადაც პარტიამ წინასაარჩევნო დასკვნითი შეხვედრა გამართა.

 


ნათელაშვილმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ პარტია მზად არის ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

 


"ორ დღეში ქვეყანას სამუდამოდ დაემშვიდობება ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი და ეს იქნება ახალი გზა ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოსათვის. ჩვენი ხალხი მზად არის, ენდოს "ლეიბორისტულ პარტიას".

 


ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, თითოეულ ოჯახეზე, თითოეულ პიროვნებაზე, მათ ბედნიერებაზე, მათ უსაფრთხოებაზე, მათ გამრავლებაზე და მათ სიხარულზე.

 


ჩვენ არ მივეცემით თვითტკბობას და მადლობების გადახდას სიტყვიერად, ჩვენ ჩვენს მადლობას დავამტკიცებთ საქმით, კონკრეტული საქმით", - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

 

 

შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

 

 

ივანიშვილის განცხადებას, რომ თუ "ლეიბორისტული პარტია" მოახერხებს არჩევნებში ბარიერის გადალახვას, ეს იქნება საქართველოს ისტორიის შავი ლაქა, ნათელაშვილი ასე პასუხობს:

 


"რამდენიმე დღის წინ, ბატონმა ივანიშვილმა სამარცხვინო უწოდა იმ ხალხს ვინც მხარს უჭერს "ლეიბორისტულ პარტიას" და ჩვენი პარტიის არჩევას უწოდა სამარცხვინო ლაქა. მე არ მინდა მას დავემსგავსო შეფასებებში, მაგრამ მე შემიძლია განვაცხადო ერთი რამ, რომ მისი მმართველობა უკვე შესულია ისტორიაში შავ და სამარცხვინო ლაქად....

 

 

პირსუკან საუბარს, მაპატიეთ, ლანძღვა-გინებას, ტელეკამერების უკან დამალვას, კულისებში ფარულად მოქმედებას, ბინძური, ცილისმწამებლური გაზეთების ბეჭდვას, სადაც ჩამოთვლილია ყველა ცოდვა მაჰათმა განდის მკვლელობიდან დაწყებული არგენტინის სახელმწიფო გადატრიალებით დამთავრებული - აი, ამაში მილიონების ხარჯვას სჯობია, ის დღეს საღამოს 20:00 საათზე მოვიდეს "რუსთავი 2"-ის პირდაპირ დებატებში და პირდაპირ დამელაპარაკოს თავის პრეტენზიებზე და მე ვეტყვი ჩვენს პრეტენზიებზე". 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი