დავით ბაქრაძე გიორგი კვირიკაშვილს დღეს „რუსთავი 2“-ზე დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
06-10-2016, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

 

 

„დღეს „რუსთავი 2“-ზე დებატები უნდა გაიმართოს ძირითად პოლიტიკური პარტიების პირველ ნომრებს შორის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი არ გეგმავს დღეს ამ დებატებზე მობრძანებას და „ქართული ოცნების“ მიმართ დაგროვილ შეკითხვების პასუხის გაცემას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი თავს არიდებს დებატებს.

 

 

დავით ბაქრაძის თქმით, კვირიკაშვილს არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ სატელევიზიო ფორმატში მთელი კამპანიის განმავლობაში.

 

 

„მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ მისთვის ძალიან მძიმე იქნება უპასუხოს ყველა იმ კითხვას და სამართლიან პრეტენზიას, რომელიც საზოგადოებაშია დაგროვილი „ქართული ოცნების“ მიმართ ქვეყნის უკუსვლის, შეუსრულებელი დაპირებების გამო, მაგრამ მოვუწოდებ მას დებატებში მონაწილეობას. დებატებში მონაწილეობა ნიშნავს საზოგადოების და ამომრჩევლის პატივისცემას. მე მას ველოდები „რუსთავი 2-ის ეთერში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ და მან მოუწოდა პრემიერს, რომ პატივი სცეს საზოგადოებას და ამომრჩეველს და პასუხი გასცეს ყველა პრობლემას და საკითხს, რომელიც აწუხებს ამომრჩეველს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი