„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, კახა კალაძის განცხადებით, ის ისურვებდა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, თუმცა ამას ამომრჩეველი წყვეტს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა.
„მივესალმები წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა. ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, ქვების სროლა და ხელკეტებით დევნა ერთმანეთზე. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ ეტაპზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.