საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის სამხედროები აქციაში "გაიღე სისხლი - გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე" ჩაერთნენ. აქცია სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მეხუთე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობის ინიციატივით, სამხედროებმა სისხლი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გაიღეს. სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაღებული სისხლი იაშვილის სახელობის კლინიკის სისხლის ბანკს გადაეცემა. საქველმოქმედო აქციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები პერიოდულად მონაწილეობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.