„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმ "ფეისბუქის" გვერდის - „საქართველოს ერთგულების სახელით“ გამო დაიბარეს დაკითხვაზე.
„საქართველოს ერთგულების სახელით“ ასეთი "ფეისბუქის" გვერდი მეგობრებმა შევქმენით. ეს არაა რაიმე ორგანიზაცია და არც არაფერი. ამ გვერდის საშუალებით ვცდილობთ ისეთი პრობლემების აქტუალიზაციას, როგორიცაა დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია და ა.შ. არასდროს არ ვყოფილვარ პოლიტიკაში და არც საჯარო სამსახურში არ მიმუშავია. ერთადერთი ჩემი მეუღლეა პარლამენტის წევრი და სავარაუდოდ, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიბარეს დაკითხვაზე”, - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა და დასძინა, რომ სუს-ში მასხარის ქუდით მივიდა, ვინაიდან მისი თქმით, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახურები ცირკს დაამსგავსა.
„ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახურები დაამსგავსა ცირკს და ამიტომ მოვედი მასხარის ქუდით, მინდა სიმბოლურად ფოსტით გავუგზავნო ივანიშვილს თავის შუშის კოლბაში. სამარცხვინოა, რომ ასეთი ადამიანი მართავს ქვეყანას. მას გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ყველაფერი ჰგონია შეთქმულება და გადატრიალება“, - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.