დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ბრძოლით, მშვიდობიანი გზით მოვიპოვეთ. ეს არჩევანი იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, - მიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მხარდამჭერებს კრწანისში, წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრაზე.
"დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, პენსია იყოს ისეთი, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს კეთილდღეობა და ეს ყველაფერი შეუძლია მხოლოდ ერთადერთ ძალას, ეს არის „პარტია ქართული ოცნება“, რომლის უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ და სრულიად საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან "ეს არის იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც 2012 წელს დაიწყო".
„ჩვენ, ყველამ ერთად ძალიან ბევრი რთული ბარიერები გადავლახეთ, თუმცა ღირსეულად გამოვიარეთ სირთულეები. ჩვენ კარგად გვესმის ყველა პრობლემა, ტკივილი, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ერთადერთი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის პარტია „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ამ პრობლემების მოგვარება“, - განცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ კრწანისის რაიონის მცხოვრებლებს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები - ბექა ოდიშარია და ქეთი მამულაშვილი - კიდევ ერთხელ წარუდგინა.
„დღეს ჩვენთან ერთად არიან ჩვენი თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით, მერწმუნეთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში გემსახურონ თქვენ; ყველა ტკივილი, ყველა წუხილი, პრობლემა, რომელიც აქვს თითოეულ თქვენგანს, მიიტანონ ცენტრალურ ხელისუფლებაში, მთავრობაში და შესაბამისად, ეს პრობლემები იქნას მოგვარებული“,- განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.