საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას შეეხო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, უმნიშვნელოვანესია ის საქმე, რასაც სადამკვირვებლო მისიები ახორციელებენ არჩევნებამდე პერიოდში და არჩევნების დღეს საქართველოში.
„ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ მთელმა სახელისუფლებო სტრუქტურამ უზრუნველყოს არჩევნების ნორმალურად, მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩატარება.
ის, რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად ბევრი მივიდეს არჩევნებზე და, რაც მთავარია, 2016 წლის არჩევნები, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე დამკვირვებელთა შეფასებით იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.