საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის უწყების ცნობით, დღეს, მინისტრი საქართველოში ლატვიის ელჩს იანის ზლამეტსს შეხვდა.
ლევან იზორიამ ლატვიის ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების ჩართულობისთვის.
მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სამხედრო-სასწავლო წვრთნები. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების სფეროში ლატვიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლების გაცვლითი ვიზიტები.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამხედრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ლატვიის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.