სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო ღონისძიებებს დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გასული საუკუნის 70 -იან წლებშია აშენებული და 20 წელია აღარ ფუნქციონირებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოპირკეთდა იატაკი, გაკეთდა კარ-ფანჯარა, გამოიცვალა შენობის სახურავი. მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი. ამჟამად, გათბობისა და ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება და სველი წერტილების მოპირკეთება მიმდინარეობს.
გარდა შენობის რეაბილიტაციისა, პროექტი ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.
სამინისტროს ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 033 481.49 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება.სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.