სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე მის ნათლულებს და მათ ოჯახებს მოუწოდა, რომ მათ უნდა მოძებნონ ისეთი უმწეო ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები და მოუარონ, ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე – კედრის ან ნაძვის ნერგი.
“ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით”, – ბრძანა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.