საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო გაიხსნა
06-10-2016, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში პირველი - სახლის ტიპის სამშობიარო - PINEO Luxury შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამშობიაროს დირექტორთან, ზაზა სინაურიძესთან ერთად გახსნა.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, PINEO Luxury მე-4 სამშობიარო სახლის ბაზაზე შექმნილი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს განყოფილებაა.

 

 

„ახალი კონცეფციის სამშობიარო სახლში საცხოვრებელი გარემოა შექმნილი. მომავალი დედებისთვის, პალატების ნაცვლად, ოთახებია გამოყოფილი, სამედიცინო ნივთები კი შეუმჩნეველ ადგილზეა განთავსებული.

 

 

 

ნიუ იორკი, ტოკიო, ჟენევა - პალატების სახელებია და შესაბამისი დიზაინით არის მოწყობილი.

 

 

საჭიროების შემთხვევაში, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების სამშობიაროში ნევროლოგიის, ქირურგიის, კარდიოლოგიის, ასევე დედებისა და ბავშვთა რეანიმაციის ბლოკებიც არის განთავსებული.

 

 

ახალი კონცეფციის სამშობიარო რეგიონში პირველია. სახლის ტიპის კონცეფციის სამშობიარო თავდაპირველად სკანდინავიაში, შემდგომში კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა“,-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი