საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს, ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მტკიცე ნებას, უზრუნველყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდია სადამკვირვებლო მისიების როლი არჩევნების პროცესში, რა მიზნითაც, საქართველოს მთავრობამ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი დაესწრო. მან საქართველოს პრემიერ მინისტრს კიდევ ერთხელ მიულოცა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატება. იან კელის განცხადებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა ზედმიწევნით შეასრულა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.