ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. როგორც Guardian.ge-ს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საწარმო 15 ფერმისგან შედგება, რომლის ძირითად საქმიანობას რძის ქარხნული ტექნოლოგიებით გადამუშავება, იმერული ყველის, მაწონის, ნადუღის და რძის სხვა პროდუქტების წარმოება წარმოადგენს.
პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ((ENPARD) ფარგლებში დაფინანსდა. კოოპერატივი „ზესტაფონური“ 2016 წლის იანვარში შეიქმნა, რომელიც 145 000 ლარის ოდენობის გრანტით დაფინანსდა.
პრეზენტაციას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გელეგაშვილი და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.