ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც Guardian.ge-ს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მასზე 373 965 ლარი დაიხარჯა.
"ახალი კორპუსი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და სამ ჯგუფზეა გათვლილი. ქვედა საქარის ბაღი წლების განმავლობაში არასტანდარტულ შენობაში ფუნქციონირებდა და შეუფერებელი იყო სასწავლო პროცესისათვის. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება სოფელში ახალი საბავშვო ბაღის შენობა აეგო. N33 ბაღი უკვე მეხუთე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა მუნიციპალიტეტში, რომლის მშენებლობაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორცილდა", - აცხადებენ გამგეობაში.
ბაღის გახსნას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, იმერეთის მხარის რწმუნებული გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მისი მოადგილე პაატა ნადირაძეც ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.