ჰარიკანმა „მეთიუმ“ ჰაიტიზე 108 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად მე-4 კატეგორიის ჰარიკანი „მეთიუ“, რომელიც კარიბის ქვეყნებში ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძლავრ ქარიშხლად მიიჩნიეს, ჰაიტისა და კუბასთვის ზიანის მიყენების შემდეგ, ბაჰამას უახლოვდება, რის შემდეგაც შეერთებული შტატებისკენ, ფლორიდის შტატისკენ აიღებს გეზს.
ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა ქარიშხალმა ჰაიტის მიაყენა, სადაც გავრცელებული ცნობით, სამხრეთით მდებარე სულ მცირე ერთი ქალაქი მიწისაგან პირისა აღგავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.