ჩვენ სწორი ფასეულობების ირგვლივ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, დავასრულოთ ღვარძლი, სიძულვილი და სიყვარულის კარი გავხსნათ მომავალი თაობებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კვირიკაშვილი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კვლავაც ნაკარნახევი იქნება ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით.
„მეგობრებო, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის საქართველო, ის საქართველო, რომელიც ყველა ჩვენგანს გულში ენატრება; ის სამშობლო, რომლის თაობაზეც ბავშვობაში მშობლები და ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, რომ ოდესმე თურმე დიდი ყოფილა საქართველო. ამ დიდ საქართველოს გაუმარჯოს!“ - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ მინისტრის თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის სწრაფი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობაა.
"ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ქვეყანა, დავასრულოთ თავქარიანი პოლიტიკოსების ეპოქა და დავიწყოთ სულ ახალი, მომავლის პოლიტიკოსების ეპოქა. აუცილებლად უნდა ვთქვა - გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა საღამოს დებატები და მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი საზოგადოების წინაშე წარსდგა თანამედროვე, სრულიად ახალი ტიპის ლიდერებისგან შემდგარი გუნდი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე საუბრობდნენ. ჩვენ შეგვიძლია პირნათლად ვთქვათ რომ მთავარი ამოცანა არის ძალიან სწრაფი პროგრესი ქვეყანაში,“ - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.