10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში "მეთიუ", მე–4 კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხალი შეერთებულ შტატებს პირველ პირდაპირ დარტყმას აყენებს. ქარიშხალმა ფლორიდის სანაპიროებს უკვე მიაღწია მას შემდეგ, რაც ჰაიტიზე სულ მცირე 339 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს შეადგენს, მისი თავდაპირველი სიჩქარე კი, როცა ის ბაჰამას მიუახლოვდა, 214 კმ/სთ–ს შეადგენდა. ფლორიდის სანაპიროზე თავსხმა წვიმაა. ფლორიდის შტატის გუბერნატორის რიკ სკოტის განცხადებით, 140 000–ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ფლორიდაში მთავარი ავტომაგისტრალები ცარიელია. მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა ქარიშხალმა ჰაიტის მიაყენა, სადაც გავრცელებული ცნობით, სამხრეთით მდებარე სულ მცირე ერთი ქალაქი მიწისაგან პირისა აღგავა. სუდის პროვინციაში 30 000 სახლია განადგურებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.