„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გივი თარგამაძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში გუშინ საღამოს დაკითხეს.
შეკითხვები 4 ოქტომბერს, მისი მანქანის აფეთქებას ეხებოდა. დაკითხვა 2 საათი გაგრძელდა. დეპუტატთან შსს-ს ორი გამომძიებელი იყო მისული.
როგორც გივი თარგამაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან სამართალდამცველებს დეტალურად მიაწოდა მომხდარის შესახებ ინფორმაცია.
თარგამაძის თქმით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში ის მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და თავად ეწვიოს საგამოძიებო ორგანოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აზრით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაწყებული გამოძიება ტერაქტის კვალიფიკაციით უნდა შეიცვალოს, თუმცა, მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე გამომძიებლებთან საკითხი არ დაუყენებია.
„ჩვენ აღვიდგინეთ 4 ოქტომბრის დღე მთლიანად. ეს იყო ძირითადად საუბრის თემა. მუხლის გადაკვალიფიცირებას მე ზოგადად ვითხოვ, თუმცა ეს გამომძიებლები არ არიან ამ საკითხში კომპეტენტურნი. ჩვენ შევთანხმდით, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მე მზად ვარ გავაგრძელო თანამშრომლობა და თვითონ ვეწვიო საგამოძიებო ორგანოებს“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამომძიებლებთან მას ჰქონდა საუბარი ასევე, იმ მოკლეტექსტურ შეტყობინებებზეც, რომელიც ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მის მეუღლეს გაუგზავნეს უცხო ნომრიდან და აღნიშნა, რომ გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში, ის მზადაა, მეხსიერების ბარათზე გადაწეროს და გამოძიებას გაატანოს.
„მე მაქვს პოლიტიკური შეხედულება და ის არაერთხელ მითქვამს, თუ ვისგან მოდის ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა არაფერი დამიკონკრეტებია. ასევე, დღესაც იყო კითხვა, გაზზე ხომ არ მყავდა მანქანა, თუმცა პასუხი დღესაც უარყოფითი იყო”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
დღეს იგეგმება თარგამაძის და მისი მძღოლის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.