მიხეილ სააკაშვილი: მე მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას - თქვენ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ
07-10-2016, 02:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხვალ, საქართველოს ისტორია მოუხმობს თითოეულ ქართველს საარჩევნო ყუთებთან, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო არ მდგარა ასეთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.


სააკაშვილი ვიდეომიმართვაში მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისა და სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.


"2012 წელს ხალხმა მისცა ხმა უკეთეს ცხოვრებას, რა თქმა უნდა, 2012 წელს ჩვენ უკეთ ვიყავით ვიდრე ბნელ 90-იანებში, მაგრამ ადამიანს ყოველთვის უნდა წინსვლა, ყოველთვის უნდა გაუმჯობესება, უკეთესი, ამიტომ მაშინდელი არჩევანი იყო ლოგიკური და გასაგები.


2016 წელს კითხვაზე ვცხოვრობთ თუ არა უკეთესად, ვიდრე 2012-ში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არის უარყოფითი. მაგრამ ეს მარტო ცხოვრების დონეზე არ არის საუბარი, რასაც ჩვენ ვირჩევთ, ხვალ წყდება საკითხი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დარჩენის პირობებში, ქართული სახელმწიფოს არსებობაც კი დადგება ეჭვქვეშ და საქართველოს დაემუქრება გაქრობა მსოფლიო რუკიდან.


ისე, როგორც დაგვპირდა ივანიშვილი, საქართველო გამოაცხადა პატარა სოფლად და იწინასწარმეტყველა რომ ეს ქვეყანა გაქრებოდა საერთაშორისო რადარებიდან, როგორც დავით კოპერფილდმა მართლაც გააქრო ის საერთაშორისო რადარებიდან. ჩვენ ეს აღარ უნდა დავუშვათ.


თქვენ ხედავთ, როგორ იშლება ჩვენი ფინანსური სისტემა, როგორ გაიქცა ლარი. ღმერთმა არ ქნას, რომ ესენი კიდევ რამდენიმე თვე გაჩერდნენ, მაშინ ჩვენი ეროვნული ვალუტა საერთოდ ჩამოიშლება.... ამიტომ ჩვენ ხვალ ჩვეულებრივ არჩევანს არ ვაკეთებთ. ვაკეთებთ არჩევანს სიბნელესა და სინათლეს შორის, საქართველოს არსებობასა და გაქრობას შორის, სახელმწიფოებრივობასა და სულ ჩამოშლას შორის. ამიტომ მე, როგორც არასდროს, ჩემო თანამემამულენო, მაქვს თქვენი იმედი. მთელი ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი გააყალბებს არჩვენებს, არის სრული სისულელე. ამ კაცს არაფერი არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა არც 40-მილიონიანი ფილმით, სადაც ათასგვარი ტყუილები იყო, არც რაღაც კომპრომატებით ხალხის დაზაფვრა, არც მუქარები არ გაუვიდა და არც მის ფოჩიან კანფეტებს აღარ ართმევს უკვე არავინ. ის, რეალურად, არის მთლიანად გაკოტრებული....

 

 

ხვალ საქართველო იტყვის, რომ ის იმსახურებს იყოს სახელმწიფო და არა ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის უბრალო სათამაშო. ხვალ საქართველო იტყვის, რომ გვაქვს კარგი ანალიზის უნარი და მშვენივრად ვხვდებით, სად არის ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ინტერესები. ხვალ საქართველო იტყვის, რომ აღარ უნდა უნიათო მთავრობა, რომელიც მუდმივად გვექაჩება წარსულში და ერთ ადგილს ტკეპნის", - აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.


სააკაშვილი ხელისუფლებასაც მიმართავს და აღნიშნავს, რომ მისი გუნდის პასუხი მათზე სწრაფი განვითარება და აღმშენებლობა იქნება.


"მე მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას - თქვენ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩვენი ამოცანა არ არის წარსულში გახედვა, ჩვენი ამოცანა არ არის ვიღაცის დევნა. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი პასუხი თქვენზე იქნება სწრაფი განვითარება და სწრაფი აღმშენებლობა", - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი