ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-დან გამოსვლის შემდეგ: სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ შემთხვევით შევხვდი და დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს
07-10-2016, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი დაკითხეს.

 

 

მისი დაკითხვა 5 საათს გაგრძელდა.

 

 

როგორც მან დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრის, ბესო კალაძის საჯარო განცხადებით და მისი ფეისბუქის გვერდით - „საქართველოს ერთგულების სახელით“ დაინტერესდა.

 

 

„გამოძიება დაინტერესდა ჩემი საჯარო ფეისბუქგვერდით, ასევე, რამდენიმე ადამიანის საჯარო, სამარცხვინო განცხადებით. ვგულისხმობ „თავისუფალი ზონის“ ყოფილ წევრ ბესო კალაძის განცხადებას, რომელიც მთლიანად იყო ბოდვა. ვწუხვარ, რომ სამართალდამცავები ამაზე დროს ხარჯავენ. რაც შეეხება თავად პროცესს, გამომძიებელი იყო კორექტული და მასთან მიმართებით პრეტენზია არ მაქვს”, - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა.

 

 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას - „ჰქონდა თუ არა მას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, ოდესის ოლქის გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია?“ - ნიკოლაიშვილმა უპასუხა, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინაში მას შემთხვევით შეხვდა.

 

 

„მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ შემთხვევით შევხვდი და მითხრა, რომ დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში და რომ სურს ქვეყანაში მშვიდობა”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი