სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე აუცილებლად გაიხსნება.
როგორც კახიშვილმა „მაესტროს“ გადაცემა „ღამის კონტაქტში“ აღნიშნა, სისხლის სამართლის გამოძიების კუთხით, აღნიშნული საქმე ურთულესია და სრული სურათის დახატვა ორ დღეში არ არის შესაძლებელი.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ ფაქტს ხელისუფლებამ მწვავე შეფასება მისცა და პრემიერ მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერცერთი ქვეყნის იმუნიტეტი.
სასჯელაღსრულების მინისტრის თქმითვე, ეს ფაქტი იყო გამოწვევა, რომელსაც ადეკვატური პასუხი გაეცემა.
„ბუნებრივია ეს არის ძალიან ცუდი. ეს იყო გამოწვევა და ამ გამოწვევაზე იქნება ადეკვატური პასუხი. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს გამოძიებას და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას ამ კუთხით. ცხადია, გამოძიების ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საქმე გაიხსნება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და დასძინა, რომ დანიშნულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსპერტიზა, რომლის შედეგად მიკრონაწილაკები იქნება შესწავლილი.
გივი თარგამაძის ავტომანქანა თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საღამოს აფეთქდა. აფეთქებისას მანქანაში იმყოფებოდა თავად თარგამაძე, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მისი ავტომანქანა გაზზე არ მუშაობს და ამდენად აფეთქებას გამიზნულ ქმედებას უწოდებს. აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღო სამმა გამვლელმა, ასევე ათზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.