336 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა - 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი 12 986 დევნილ ოჯახს გადაეცა
07-10-2016, 03:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა 336 დევნილ ოჯახს - თბილისში, გარდაბანში, წალკაში, თეთრიწყაროში, წეროვანსა და წილკანში.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 986 დევნილ ოჯახს გადაეცა.

 

 

„გარდა ამისა, იწყება პროცესი, რომელსაც 24 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ელოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 54 დევნილ ოჯახს, რომლებსაც თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე საკუთრებაში აქვთ გადაცემული საცხოვრებელი ფართები, მათ მიერვე შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც, მათ შორის - სხვენები, სარდაფები და ა.შ და და ეს პროცესი გაგრძელდება.

 

 

ასევე, მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა დამატებით 11 გადამხდელს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას, ადიგენის, დმანისის, მესტიის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ეწევიან. აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა, მარცვლეული კულტურის მოყვანა, პურის ნაწარმის ცხობა-რეალიზაცია, რძის წარმოება-გადამუშავება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება, მერქნის გადამუშავება, სამშენებლო მასალის წარმოება, მევენახეობა და სხვა.

 

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, უკვე 88 გადამხდელი სარგებლობს“,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი